ჯანმო-ში, ინდური შტამის სწრაფი გავრცელების გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა კლების ბოლოდროინდელი ტენდენციის მიუხედავად, მაღალია SARS-CoV-2, განსაკუთრებით “ინდური” შტამის გავრცელების მაჩვენებელი, რაც შეშფოთებას იწვევს, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლუგემ.

”მე ოპტიმისტი ვარ. მაგრამ ფრთხილად ოპტიმისტური, რადგან ჩვენ ვხედავთ შერეულ სურათს. მცირდება სიკვდილიანობა, დაინფიცირება და ჰოსპიტალიზაცია,” – თქვა მან.

მისივე თქმით, ჯანმო ასევე ხედავს, რომ COVID-19-ის ვაქცინაციის კამპანია ვითარდება და რომ სიკვდილიანობა, პირველ ყოვლისა, ხანდაზმულთა შორის მცირდება.

”მაგრამ ჩვენ შეშფოთების მიზეზიც გვაქვს – ვირუსის მუტაციები, განსაკუთრებით ის, რასაც ჩვენ B1617 (ინდური შტამი) ვუწოდებთ, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება,” – დასძინა კლუგემ.

ამავე დროს, კლუგეს თქმით, პანდემიასთან წარმატებით ბრძოლის მიზნით საჭიროა, პასუხისმგებლობით მივუდგეთ ვაქცინაციის საკითხს, გავაგრძელოთ ნიღბის რეჟიმის დაცვა და მოსახლეობის ფართო ინფორმირება დამცავი ზომების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები