კობა გვენეტაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფლაცია მოვთოკოთ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებით დადებითი მოლოდინებია.

როგორც საკანონმდებლო ორგანოში გვენეტაძემ განმარტა, ფინანსური სისტემა შექმნილ სიტუაციას კარგად უმკლავდება.

„თუ ახლანდელ სიტუაციას შევხედავთ, არის დადებითი მოლოდინები, ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, ფინანსური სისტემა კარგად უმკლავდება ამ სიტუაციას. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ეხმარება დადებით მოლოდინებს, რაც კურსზე მოქმედებს. ადრეც ვამბობდი, რომ არ გავაკეთოთ მოკლევადიან პერიოდზე დასკვნები. შევხედოთ, როგორი იქნება სიტუაცია და საბოლოოდ როგორ გამოვა ქვეყანა აქედან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფლაცია მოვთოკოთ. აქედან გამომდინარე, ვიღებთ იმ ნაბიჯებს. როგორც კი დავინახავთ, რომ შერბილების საშუალება არის, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ. ამას გვაჩვენებს ის განვითარება რაც იქნება.

მესმის, რომ პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა, სხვადასხვა პარტია განიხილავს საკითხებს, მაგრამ, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც არის აპოლიტიკური და დამოუკიდებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვისურვებდი, ყოფილიყო უფრო მეტი პროფესიონალური შეკითხვები და არა – პოლიტიკური ქულების დასაწერი. მე ამ დებატებში პოლიტიკოსებს ვერ შევყვები, ჩემი პასუხები იქნება მხოლოდ პროფესიონალური და ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებული“, – განაცხადა გვენეტაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები