ჯანმო-მ Sinovac-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ​გადაუდებელი გამოყენებისათვის, ჩინური ფარმაცევტული კომპანიის – Sinovac-CoronaVac-ის ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა.

ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსამსახური იტყობინება.

”ჯანმო-მ დღეს დაამტკიცა Sinovac-CoronaVac-ი COVID-19-ის წინააღმდეგ საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად. ორგანიზაცია ქვეყნებს, დამფინანსებელ ორგანზიაციებს, შესყიდვების სააგენტოებსა და თემებს აძლევს რეკომენდაციას, რომ იგი აკმაყოფილებს საერთაშორისო უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების სტანდარტებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები