არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობა N11 (არასრულწლოვათა) სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრა.
დაწესებულებაში სტუმრობისას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა – ნიკა ცხვარაშვილმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და საჩუქრად მათი ინტერესებისა და საჭიროებიდან გამომდინარე შერჩეული სპორტული ინვენტარი გადასცა.
სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ინგა სარჯველაძემ არასრულწლოვნებზე ზრუნვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.