“ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩამოსულია ინდოეთიდან ან აქვს მოგზაურობის ისტორია, სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი უწევს”

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საქართველოში ინდოეთიდან შემოსული ვიზიტორებისთვის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა.

“გამონაკლისი გაკეთდა ინდოეთიდან შემოსულ ვიზიტორებზე. ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია. ამასთან, „ინდური შტამი“ სახიფათოდაა მიჩნეული. ინდოეთზე მოქმედებს სხვა სახის რეჟიმი. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩამოსულია ინდოეთიდან ან აქვს მოგზაურობის ისტორია, სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი უწევს“, – აღნიშნა ღიბრაძემ.

1-ელი ივნისიდან სახმელეთო საზღვარი გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და PCR-ის უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხითა და ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები