თამარ გაბუნია: აქტიური ტემპით შეზღუდვების მოხსნა აღარ იგეგმება

“ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი შეზღუდვა მოიხსნა. მეტად აქტიური ტემპით შეზღუდვების მოხსნა აღარ იგეგმება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის რეგულაციები, რომლებიც დაწესებულია ტურიზმისა და სარესტორნო ბიზნესისთვის, ზედმიწევნით უნდა იქნას დაცული.

“ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი შეზღუდვა მოიხსნა. მეტად აქტიური ტემპით შეზღუდვების მოხსნა აღარ იგეგმება, რადგან ის რეგულაციები, რომლებიც დაწესებულია ტურიზმისა და სარესტორნო ბიზნესისთვის, ზედმიწევნით უნდა იქნას დაცული იმისთვის, რომ მათ შეძლონ ტურისტების აქტიურად შემოსვლის პერიოდში მუშაობის უსაფრთხოდ გაგრძელება”, – აღნიშნა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები