ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ქვეყანაში უკანასკნელი 50 დღის განმვალობაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
კერძოდ, ბოლო ერთ დღეში ვირუსით 1527 ათასი ადამიანი დაინფიცირდა მაშინ, როდესაც 21 აპრილიდან – 17 მაისის პერიოდში ყოველდღიური მატება 300 ათასს აღემატებოდა, ხოლო ხუთჯერ 400 ათასზე მეტი იყო.
მედიკოსები აღნიშნავენ, რომ უკვე ორი კვირაა, ყოველდღიური მატება 300 ათასს არ აღემატებოდა.
პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში სულ 28 მილიონზე მეტი ინფიცირებული იყო, 329 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 25,6 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა.
ასევე, ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვაქცინირებულთა რიცხვმა 213 მილიონს გადააჭარბა, რაც მოსახლეობის 15%-ს შეადგენს.