“200-ზე მეტი ცხედარი მაცივარში ფარულად ინახებოდა” – ერევანში სამხედროების ახლობლებმა ერთ-ერთი ქუჩა გადაკეტეს

ერევანში უგზო-უკლოდ დაკარგული სამხედროების ნათესავებმა ცენტრალური ქუჩა – ჰერაცი გადაკეტეს. მათი მტკიცებით, ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში დაღუპული სამხედროების ცხედრებს მაცივრებში ინახავდა, ზედმეტი ხმაურის არიდების მიზნით.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დაკარგულად მიჩნეული სამხედროს მამამ, არსენ გაკუციანმა თქვა, “სხვადასხვა ადგილში 200-ზე მეტი ცხედარი ინახებოდა, მათ შორის, ხილის მაცივრებში, როგორც, მაგალითად არტაშატში. ჩვენი შვილების ცხედრების გადმოცემა მხოლოდ ახლა დაიწყეს”.

მან მოუწოდა ყველა დაკარგულის ნათესავებს, პროტესტის ნიშნად, მათ შეუერთდნენ.

“აწახში სამძებრო სამუშაოების დროს გარდაცვლილთა უფრო ნაკლები ცხედარი იპოვეს, ვიდრე – მორგში. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ სურს, დაღუპულთა ნამდვილი რაოდენობა გაასაჯაროოს”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები მოითხოვენ სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელშიც ასევე სამხედროების ახლობლები შევლენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები