საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება

31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება. შსს-ს ცნობით, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 31 მაისს, 11:00 საათზე დაიწყება.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან: საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი, პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები