კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 403, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 77, იმერეთში – 55
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 403 შემთხვევა, აჭარა – 51, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 19, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 77, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – ექვსი, სამცხე-ჯავახეთი – ოთხი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 397, საიდანაც 3 815 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 071, აჭარაში – 394, იმერეთში – 489.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 882 პირი, მათ შორის, თბილისში – 406, აჭარაში – 100, იმერეთში -163. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში – 149, აჭარაში – 17, იმერეთში – 16. 661 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 370 – თბილისში, 246- აჭარაში. 7 921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 39, ხოლო აჭარაში – 6. სულ 6 ოქტომბრიდან – 29 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 796 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 685 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 546 პირი, აჭარაში – 2 295, იმერეთში – 1 536.