„ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, კერძო დაცვის სამსახურსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
„ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, სამოქალაქო აქტივისტებსა და კერძო დაცვის პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ადგილზე განთავსებულ ბარიკადებს მიღმა გადასვლას და „ექსპო ჯორჯიას“ ეზოში შესვლას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ კერძო დაცვის პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირება სწორედ ამ დროს მოხდა.