საქართველოში კორონავირუსზე ჯამურად 134 602 აცრა ჩატარდა – სრულად ვაქცინირებულია 24 607 ადამიანი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 29 მაისისთვის ჯამურად 134 602 აცრა ჩატარდა. ამასთან, სრულად ვაქცინირებულია 24 607 ადამიანი.
„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“,-აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.