როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში-29 მაისის პროგნოზი

29 მაისს ქუთაისში დღისით +28 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. წვიმიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში უხვი ნალექია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +21 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, სადაც დღის განმავლობაში +26 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

მესტიაში +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიან დღეს ელიან სინოპტიკოსები ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

+26 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ბაკურიანში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +27 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ასევე უხვი ნალექია შესაძლებელი, დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. იწვიმებს ომალოში, სადაც დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ცვალებადი მოღრუბლულობა და +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც ცვალებადი მოღრუბლულობა და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები