კოვიდუარყოფითმა დედამ კოვიდდადებითი ბავშვი გააჩინა

კოვიდუარყოფითმა დედამ კოვიდდადებითი ბავშვი გააჩინა. შოკის მომგვრელი შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის დედის პასუხი Сovid 19-ზე უარყოფითი აღმოჩნდა, ახალშობილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას timesnownews.com ავრცელებს.

„იყო შემთხვევები, როდესაც კოვიდდადებითი დედები კოვიდუარყოფით ბავშვებს აჩენდნენ, თუმცა, ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პირიქით მოხდა,” – წერს გამოცემა.

ქალმა 25 მაისს, ინდოეთის საუნივერსიტეტო კლინიკა ბენერასში იმშობიარა.

როგორც ახლადნამშობიარევი ქალის მეუღლე, ბიზნესმენი ანილ პრაჯაპატი გამოცემა The Hundu-სთან საუბრობს, მისი მეუღლე სუპრია სამშობიაროში 24 მაისს მოათავსეს. კორონავირუსზე ტესტი იმ დღესვე აუღეს. პასუხი უარყოფითი იყო. თუმცა, მეორე დღეს, როდესაც სუპრიამ იმშობიარა, ჩვილს კორონავირუსზე დადებითი პასუხი ჰქონდა.

„ბავშვს ტესტისთვის ნიმუში საოპერაციოში აუღეს, სანამ პატარას ჩვენთან გამოიყვანდნენ… ეს უცნაურია. ნამდვილად ვშფოთავ. ვერ ვიგებთ, მართალია თუ მცდარი ტესტის პასუხი”, – ჰყვება ახალშობილის მამა.

ჩვილი და დედა თავს კარგად გრძნობენ. ექიმებმა ინციდენტის შესახებ კვლევის ჩატარება მოითხოვეს. რამდენიმე დღეში დედას და ჩვილს ახალ გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები