თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსისგან ადამიანის დაცულობა ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობით არ განისაზღვრება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსისგან ადამიანის დაცულობა ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობით არ განისაზღვრება.

„კორონავირუსისგან ადამიანის დაცულობა ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობით არ განისაზღვრება. დიდი რაოდენობით ანტისხეულების მქონე ადამიანი ნაკლები ანტისხეულების მქონესთან შედარებით კოვიდინფექციისგან მეტად დაცული არ არის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ მე მყავს ჯარი 600 ჯარისკაცის ოდენობით, ეს არ ნიშნავს, რომ ექვსასივე ბრძოლისუნარიანია და ვისაც ჰყავს 300 ჯარისკაცი, ის ნაკლებად დაცულია. არა, იმას შეიძლება 300-დან 290 ჰყავდეს ბრძოლისუნარიანი და ჩემი 600-დან 100 იყოს ბრძოლისუნარიანი“, – განმარტა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები