ანდჟეი დუდა: ყველა საერთაშორისო მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაიძულოთ რუსეთის ფედერაცია, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები

“ყველა საერთაშორისო მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაიძულოთ რუსეთის ფედერაცია, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები”, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დუდამ ადმინისტრაციულ ხაზთან არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

„იქ დავინახე ის, რაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ნახოს. არა მხოლოდ ევროკავშირიდან, არამედ – ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფოდან, რომ ნახონ როგორია რეალობა, რას ნიშნავს თანამედროვე რუსული პოლიტიკა, რაში გამოიხატება ის და რა ინსტრუმენტებს ხმარობს ის თავის პოლიტიკაში. ეს არის დატოვებული სახლები, ეს არის ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობის ნაკლებობა, რაც ტრაგედიას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ვიცით, რომ ახლა საერთოდ აკრძალულია ამ ხაზის გადაკვეთა, ოჯახის წევრებთანაც კი. მე ვიყავი იმ ადგილას, საიდანაც ჩანს რუსული შტაბ-ბინა, სამხედრო ერთეულები. ეს არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების აშკარა დარღვევა, რომელიც გულისხმობს რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან“, – განაცხადა დუდამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები