კელი დეგნანი: როგორც 1921 წელს მარო მაყაშვილი წერდა მამას, „ნუ გეშინიათ, გავიმარჯვოთ სახელოვნად“, საბოლოოდ, საქართველომ გაიმარჯვა (ვიდეო)

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ამერიკის საელჩომ სოციალურ ქსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიდეორგოლი გამოაქვეყნა.

„103 წლის წინ, 1918 წელს საქართველომ თავი დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადა. ტრაგიკულად, ოთხი წლის შემდეგ, 1922 წელს საბჭოთა კავშირმა საქართველოს ანექსია მოახდინა და მომდევნო 70 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი სასტიკი ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდა. ამ პერიოდში ათასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ან გადაასახლეს. ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქართველმა ხალხმა არ დაკარგა დამოუკიდებელი სული. ისინი საიდუმლოდ, მაგრამ ამაყად აღნიშნავდნენ 26 მაისს თავიანთი უნიკალური კულტურითა და ისტორიით. 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა და მომდევნო წელს შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ქართველი და ამერიკელი ხალხები თავისუფლების სიყვარულს, შემოქმედებისა და ურთიერთობის სურვილს საბჭოთა ოკუპაციის დროსაც მნიშვნელოვან კონტაქტს ინარჩუნებდნენ. როგორც 1921 წელს მარო მაყაშვილი წერდა მამას, „ნუ გეშინიათ გავიმარჯვოთ სახელოვნად!“, საბოლოოდ საქართველომ გაიმარჯვა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს საქართველო“, – აცხადებს კელი დეგნანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები