„ქართული ოცნება“: დღევანდელი ქართული სახელმწიფო ეფუძნება დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის პრინციპებსა და ღირებულებებს
პარტია „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში! 103 წლის წინ ამ დღეს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
საქართველო დღეს თავისუფალია და ეს, პირველ ყოვლისა, მათი დამსახურებაა.
103 წლის წინ საქართველომ, ეროვნული დამოუკიდებლობის გარდა, დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი მოიპოვა, რაც დღეს, საუკუნეზე მეტი დროის მერეც კი სიამაყის განცდას ბადებს თითოეულ ქართველში.
დღეს საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის საფუძველს წარმოადგენს დემოკრატიული, ევროპული ყაიდის კონსტიტუცია. დღევანდელი ქართული სახელმწიფო ეფუძნება დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის პრინციპებსა და ღირებულებებს. სწორედ ამაზე ოცნებობდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამაარსებლები 103 წლის წინ.
დღეს 26 მაისია და კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იუბილეს. აღმავლობას გისურვებთ!“ – ნათქვამია „ქართული ოცნების“ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.