კარლ ჰარცელი: ევროკავშირისთვის საქართველოსთან მჭიდრო კავშირი საამაყოა, ერთობლივი მუშაობა საქართველოს მეტი ძლიერების, დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისთვის გრძელდება
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„საქართველოს და ყველა მის მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ! ევროკავშირისთვის საქართველოსთან მჭიდრო კავშირი და პარტნიორობა საამაყოა! ერთობლივი მუშაობა საქართველოს მეტი ძლიერების, დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისთვის გრძელდება!“, – წერს კარლ ჰარცელი „ტვიტერზე“.