ამირან გამყრელიძე: გარე სივრცეებში პირბადის მოხსნაზე რომ ვიზრუნოთ, მოსახლეობის, სულ მცირე, 20% უნდა იყოს აცრილი

“გარე სივრცეებში პირბადის მოხსნაზე რომ ვიზრუნოთ, მოსახლეობის, სულ მცირე, 20% უნდა იყოს აცრილი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ივნისის შუა რიცხვებში 60-70 ათასი ადამიანი ორჯერადად აცრილი იქნება, ეს საკითხი უფრო აქტუალურად დადგება.

„გარე სივრცეებში პირბადის მოხსნაზე რომ ვიზრუნოთ, მოსახლეობის, სულ მცირე, 20% უნდა იყოს აცრილი. დღევანდელი მონაცემებით, სულ 17 ათასი ადამიანი გვყავს ორჯერადად აცრილი. ვფიქრობ, სადღაც ივნისის შუა რიცხვებში გვეყოლება 60-70 ათასი ადამიანი ორჯერადად აცრილი და ეს საკითხი უფრო აქტუალურად დადგება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ 30 მარტიდან, 4 მაისიდან ,,სინოფარმით”, 24 მაისიდან კი ,,სინოვაკით”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები