“ის ფაქტი, რომ ეტაპობრივად ვხსნით საზღვრებს საერთაშორისო ტურისტებისთვის, მყისიერად აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„ტურიზმის ზრდა გავლენას ახდენს ლარის კურსის დასტაბილურებაზე, რასაც ახლა ვხედავთ. რაზეც ზემოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი და, პირველ ყოვლისა, ტურისტების მიერ შემოტანილი სავალუტო შემოსავლები და ასევე დადებითი მოლოდინები, რასაც ეს ფაქტი ქმნის. 1-ელი ივნისიდან, სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ ტურისტების რაოდენობა უფრო გაიზრდება“, – განაცხადა მინისტრმა.
სახმელეთო საზღვრები პირველი ივნისიდან გაიხსნება.