თბილისის გეზში მებაჟე ოფიცრებმა კონტრაფაქციული საქონელი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურების განხორციელებისას, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, კონტრაფაქციული, 8 459 ლარის ღირებულების საქონელი გამოავლინეს.
“შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ”, საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონელი შეჩერებას დაექვემდებარა და მფლობელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე განადგურებას დაექვემდებარა.