საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დაბა ყაზბეგთან, სოფელ ბოქჩვილოსთან დაფიქსირდა.
„დღეს, თბილისის დროით 01:43 საათზე დაბა ყაზბეგთან, სოფელ ბოქჩვილოსთან მოხდა 4.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.