ამირან სალუქვაძე: 26 მაისის, ანუ დამოუკიდებლობის დღის პარალიზებაა გეგმაში?!
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობა არის ყველაზე დიდი ეროვნული ღირებულება
“26 მაისის, ანუ დამოუკიდებლობის დღის პარალიზებაა გეგმაში?! უკვე გაჟღერებაც კი, მივალთ, ხმას გავაგონებთ, ძირია. თანაც, 11 წლის წინ გავლილი თემაა. აბა, რა გითხრათ?! დამოუკიდებლობა არის ყველაზე დიდი ეროვნული ღირებულება. ეს დღე პატივისცემას ყველასგან მოითხოვს. მომიწევს ძველი პოსტის ახლიდან გამოქვეყნება. ისე, ცნობისთვის, სამებაში ეროვნული გმირი ასვენია. ეს რამდენიმე დღე, ერი სხვა დღის წესრიგით უნდა ცხოვრობდეს, წესით”, – წერს ამირან სალუქვაძე.