„ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
„ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
როგორც “კვირას” კორესპონდენტი ქალაქის მთავარი გამზირიდან იტყობინება, ისინი ამ დროისთვის “რუსთაველის მეტროს” მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, შეკრება მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მორიგი აქცია-მსვლელობაც დააანონსეს, რომელიც ხვალ 4 საათზე გაიმართება.