საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალი დღეს გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის – „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა” – ფინალი დღეს გაიმართა.

პროექტის დასკვნით ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 43 სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი zoom-ის პლატფორმაზე, ონლაინრეჟიმში გაიმართა. კონკურსანტებმა დაწერეს ესე თემაზე – “რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ცოდნა?” – და საკონკურსო კომისიას ელექტრონულად გაუგზავნეს.
10 საუკეთესო ნაშრომი 3 ივნისს გამოვლინდება. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და „რა? სად? როდის?” ინტელექტუალური თამაშის ფორმატით ტარდებოდა. ამ დრომდე მასში 800-მდე საჯარო და კერძო სკოლის 4500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო პანდემიის გამო, წელს კონკურსი განსხვავებული ფორმატით – ესეების კონკურსის სახით – ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები