ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს
ამ წუთებში, ნამახვანჰესის მოწინაამდეგეები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლამდე, სადაც ეკონომიკის სამინისტროა განთავსებული, მსვლელობით „რესპუბლიკის მოედნიდან“ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით მივიდნენ. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მიმართავენ, შეურთდნენ მათ აქციას და სკანდირებენ: „გამოდი“, „გამოდი“.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.