ICARUS-ის 26-ე ყრილობის ფარგლებში ეროვნული არქივი საკუთარ პროექტებს წარადგენს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი მონაწილეობას მიიღებს საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) 26-ე ყრილობაში, რომელიც 25-26 მაისს ონლაინფორმატში ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში ICARUS-ის წევრი ქვეყნები მათ არქივებში მიმდინარე პროექტებს წარადგენენ.

26 მაისს ეროვნული არქივი შეხვედრის მონაწილეებს გააცნობს არქივში მიმდინარე ორ პროექტს: „მეორე მსოფლიო ომი ქართულ არქივებში”, რაც ეროვნული არქივის ფონდებში ამ თემაზე დაცული დოკუმენტების გამოვლენას, ორენოვანი გზამკვლევის შექმნას, ომის მონაწილეთა მოგონებების გამოცემასა და საარქივო მასალაზე დაყრდნობით სამეცნიერო ნაშრომების მომზადებას გულისხმობს; „ქართული კინომემკვიდრეობის დაცვა” კი ითვალისწინებს ქართული კინოკოლექციების დიგიტალიზაციასა და ციფრულ რესტავრაციას, ონლაინ კინოკატალოგის შექმნას და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივისთვის ახალი შენობის მშენებლობას.
საქართველოს ეროვნულ არქივი 2014 წლიდან არის საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) წევრი და აქტიურად მონაწილეობს მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები