“არა ნამოხვანჰესს” – რესპუბლიკის მოედანზე აქცია მიმდინარეობს
“არა ნამოხვანჰესს” – ამ ლოზუნგით თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო. აქციის მონაწილეები დედაქალაქში რეგიონებიდან დღეს დილით, ავტოკოლონებით ჩამოვიდნენ.
მოთხოვნები კვლავ უცვლელია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქართული მიწის გასხვისებას არ დაუშვებენ.