განათლების სამინისტროსთან სტუდენტები აქციას მართავენ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ. ისინი უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის გადადგომას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ადამიანი, რომელიც მრავალგზის ნასამართლევია მძიმე დანაშაულებისთვის, ტექნიკურ ინივერსიტეტს არ უნდა ხელმძღვანელობდეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ის არის არაერთგზის ნასამართლევი სხვადასხვა მძიმე ბრალდებებისთვის, მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა არის ამორალური. უკვე სამი დღეა ვშიმშილობთ, რაზეც არანაირი რეაგირება არ ყოფილა სამინისტროს მხრიდან. ჩვენი პირველი მოთხოვნაა, რომ შევხვდეთ მინისტრს და მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ დავით გურგენიძემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციაზე სტუდენტებთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები