როგორია 22 მაისის კოვიდსტატისტიკა საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 071 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 680 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 336 840 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 317 069, გარდაიცვალა 4 602 პაციენტი.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 071ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 581 შემთხვევა, აჭარა – 96, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 55, შიდა ქართლი – 42, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100, კახეთი – 55,მცხეთა-მთიანეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 143, საიდანაც: 4 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 365, აჭარაში – 482, იმერეთში – 525. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 903 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 103, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 229 პირი, მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 10, იმერეთში – 16. 701 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 369 – თბილისში, 288- აჭარაში. 10 172 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 80 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 46, ხოლო აჭარაში – 33.

სულ  6 ოქტომბრიდან – 21 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 741 პირი.

მ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 255ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 407 პირი,აჭარაში – 1 741, იმერეთში – 1 158.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები