საქართველოში კორონავირუსს კიდევ 33 პირი ემსხვერპლა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა.

“ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 985 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 333 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 652 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  336  840-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე 4.18%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 680 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 317 069-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 602 პირი ემსხვერპლა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები