სალომე ზურაბიშვილი – მივესალმები ცეცხლის შეწყვეტას ისრაელსა და “ჰამასს” შორის, რაც მიზნად ისახავს მომაკვდინებელი და ტრაგიკული საბრძოლო მოქმედებების დასრულებას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტას ეხმაურება.

“მივესალმები ცეცხლის შეწყვეტას ისრაელსა და “ჰამასს” შორის, რაც მიზნად ისახავს მომაკვდინებელი და ტრაგიკული საბრძოლო მოქმედებების დასრულებას.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობამ გაიმარჯვოს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნდეს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი “ტივტერში”.

შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გუშინ, 02:00 საათიდან შევიდა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები