„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტის თანახმად, საჩივრის შეტანა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, საჩივრის შეტანის ვადები კი გაიზრდება

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტის თანახმად, საჩივრის შეტანა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, საჩივრის შეტანის ვადები კი გაიზრდება

„საჩივრების შეტანის ვადები გაიზარდა და, ფაქტობრივად, გაორმაგდა, სადაც ერთი დღე იყო – 2 დღე გახდა, ზოგან კი უფრო მეტად გაიზარდა.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დამკვიდრდება საჩივრის ელექტრონულად შეტანის შესაძლებლობა, რასაც ცესკო ტექნიკურად უზრუნველყოფს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც იყო ხოლმე საუბარი, უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, ხშირად არაუფლებამოსილ პირს შეჰქონდა საჩივარი, იმიტომ რომ ყველა ზუსტად ვერ ერკვეოდა ამ პროცედურებში და არასწორად იყო შედგენილი მინდობილობები, ბევრი გვქონდა ასეთი შემთხვევა.

ჩვენ შევთანხმდით ინტერპარტიულ ფორმატში, ცესკოსთან გვქონდა კონსულტაცია და იქნება შესაძლებელი, რომ გაკეთდეს უფლებამოსილი პირების რეესტრი. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარტიებს შეეძლებათ დაარეგისტრირონ ის წარმომადგენლები, რომლებიც მათ ჰყავთ სხვადასხვა ადმინისტრაციაში ელექტრონულად და ექნება შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობა, რომ გადაამოწმოს, არის თუ არა უფლებამოსილი პირი, რომელმაც შეიტანა საჩივარი. ეს პრობლემაც, საბოლოო ჯამში, ამ კუთხით მოგვარდება და აღარ იქნება აქაც სპეკულაციებისთვის რაიმე სივრცე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები