ირაკლი პეტრიაშვილი: გერმანიაში, საქართველოს მოქალაქეების დამსაქმებელი უმკაცრესად დაისჯება
გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების შრომითი პირობები გაუმჯობესდება, – ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების მენეჯერმა, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.
„გერმანიაში, საქართველოს მოქალაქეების დამსაქმებელი უმკაცრესად დაისჯება, რადგან მან დაარღვია ნორმა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ხელფასს, რადგან გერმანიაში მინიმალური ხელფასის ზღვარია საათში არის 9,5 ევროა. ეს იყო მათი ბრალეულობა.
მუშაობს ჩვენი მეგობარი ორგანიზაცია პრობლემების მოგვარებაზე. ლეგალურად დასაქმებულ ადამიანზე, ჩვენ შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ, რათა მათი უფლებები დავიცვათ“, – განუცხადა პეტრიაშვილმა იმედის „ქრონიკას“.