ჯანმო-მ კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რეალური რიცხვი დაასახელა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწემ მონაცემთა და ანალიზის საკითხებში, სამირა ასმას განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან შეიძლება გარდაცვლილიყო 6-დან 8 მილიონამდე ადამიანი.

ორგანიზაციის მონაცემით, 2020 წლის 30 იანვრიდან -31 დეკემბრამდე ოფიციალურად დარეგისტრირდა 1 813 188 ლეტალური შემთხვევა. თუმცა, გასული წლის განმავლობაში გარდაცვალების რეალური რიცხვი შეიძლება, იყოს, სულ მცირე, 3 მილიონი, რადგან ყველა შემთხვევა არ იქნა გათვალისწინებული ან პირდაპირ მიკუთვნებული კორონავირუსს.

ამასთან დაკავშირებით ჯანმო-ს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დღეისათვის ვირუსის გამოწვეული სიკვდილიანობის რეალური რიცხვი მინიმუმ 2-3 ჯერ აღემატება ოფიციალურად დარეგისტრირებულ მონაცემს.

ასმას თქმით, პანდემია ვითარდება და ორგანიზაციის შეფასებებიც გაუმჯობესდება.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის უკანასკნელი მონაცემით, მსოფლიოში კორონავირუსით 3 431 904 პაციენტია გარდაცვლილი; ვირუსი 165 584 369 პირს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები