არჩილ თალაკვაძე: ტურიზმის გახსნა უსაფრთხოების სისტემური ზომებით სწორი გადაწყვეტილება და პრემიერის ძლიერი გზავნილია როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ტურიზმის სრულფასოვანი და დროული გახსნა უსაფრთხოების სისტემური ზომებით სწორი გადაწყვეტილება და პრემიერ მინისტრის ძლიერი გზავნილია როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორისთვის.
მან ასევე ვაქცინაციის გააქტიურების დადებითობაზე ისაუბრა.
“პოზიტიურია ფინანსთა სამინისტროს ნაბიჯები ბიზნესთან მიმართებით, რომელმაც ეკონომიკის აღდგენის პროცესში საგადასახადო სფეროში შემხვედრი ნაბიჯები დააანონსა. ვაქცინებზე წვდომის გაზრდა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მხრიდან პროცესის გააქტიურება პირდაპირ აისახება ეპიდვითარებასა და ეკონომიკურ აქტივობაზე, რაც, თავის მხრივ, ქმნის პოზიტიურ მოლოდინებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.