ნიკოლოზ მჭედლიშვილი: დასავლეთისა და საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ უპრეცედენტოა

“დასავლეთისა და საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ უპრეცედენტოა”, – ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მჭედლიშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ხელმოცარულია, რადგან ბაიდენის მოსვლით საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ელოდნენ.

,,აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, 67 მილიონი დოლარი გამოუყოს გრანტის სახით, რაც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 330 მილიოიონ დოლარს შეადგენს.

ვხედავთ, რომ დასავლეთისა და საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ უპრეცედენტოა.

თუმცა, ისიც გვახსოვს, რომ ჩვენი ოპოზიცია ელოდებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლას, სანქციების გამოცხადებას საქართველოსათვის და მოსახლეობს ქუჩაში გამოსვლას.

ყველაფერში ხელმოცარულნი როგორ არიან ეს უინტელექტოები?”, – წერს მჭედლიშვილი.

საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები