საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით, ჯამურად, 16 147 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 მაისის მონაცემებით, საქართველოში, ჯამურად, 105 500 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია, ანუ ვაქცინის ორივე დოზა მიიღო 16 147-მა ადამიანმა.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე 1522.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ 30 მარტიდან, 4 მაისიდან კი „სინოფარმით“. ცოტა ხნის წინ „სინოვაკით“ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები