როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

20-21 მაისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს დასავლეთ საქართველოში +32, +37, აღმოსავლეთ საქართველოში +30,+35 გრადუსამდე მოიმატებს. 22 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს.

23-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში აგრილდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის მაღალი ტემპერატურა (+30, +35 გრადუსი) შენარჩუნდება.

თბილისში 19 – 22 მაისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, 23-24 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. 19 მაისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები