თამარ ტალიაშვილი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს  

“ქართული ოცნების” დეპუტატი თამარ ტალიაშვილი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

“დღეს ბოლო ზარი და ახალი დასაწყისია! ამაღელვებელი დღეა თქვენთვის, თქვენი ოჯახების, პედაგოგების და მთელი ქვეყნისთვის! გილოცავთ!

თქვენ შეძელით გამოწვევების გადალახვა და დღეს დამსახურებულად ზეიმობთ. ზეიმის ფორმატი კოვიდის გამო შეცვლილია, მაგრამ ეს გამოწვევაც გადალახვადია სწორედ განათლებისა და მეცნიერების დამსახურებით.

ჩვენ რასაც ვაკეთებთ და ვცდილობთ შევქმნათ მიზნად თქვენს უკეთეს მომავალს ისახავს. ამ მომავლის ლიდერები თქვენ ხართ! გილოცავთ და გისურვებთ დიდ წარმატებებს ჩემო უმცროსო მეგობრებო”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები