ევროპის უნივერსიტეტში უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
21 მაისს, 15:00 საათზე ევროპის უნივერსიტეტში უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
კონკურსი თემაზე “საქართველოს ევროპული მომავალი“, “ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ მე-11 – მე-12 კლასის მოსწავლეები, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონიდან. კონკურსის მიზანს ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება წარმოადგენდა. სპეციალურად მოწვეული კომისიის ჩართულობით კი გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც ევროპის უნივერსიტეტისგან და საფრანგეთის საელჩოსგან პრიზები გადაეცემათ.
ღონისძიებას, მუსიკალურად გა აფორმებს საფრანგეთის კომპოზიტორთა ასოციაციის წევრი, კომპოზიტორი, პიანისტი – ნიკა ნიკვაშვილი, სოპრანო – მარიამ როინიშვილი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი კამერული შემადგენლობით. აღსანიშნავია, რომ პანდემიური მდგომარეობის გათალისწინებით, ღონისძიება კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართება და მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.