გიორგი ამილახვარი: გულითადად გილოცავთ ყველას ბოლო ზარს, გისურვებთ ბედნიერ მომავალს
“გულითადად გილოცავთ ყველას ბოლო ზარს, გისურვებთ ბედნიერ მომავალს”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, ახალგაზრდების ცხოვრებაში გამოწვევებით სავსე ახალი ეტაპი იწყება.
„ვულოცავ ყველას, ვინც დღეს სკოლა დაამთავრა!
ეს წუთი უმნიშვნელოვანესია ყველასთვის; დასრულდა ერთი დიდი ეტაპი, რომელსაც ახლავს დიდი სიხარულიც და სევდაც.
იწყება ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც გამოწვევებით აღსავსეა!
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეგიქმნათ შესაძლებლობები მომავალი განათლებისა და დასაქმებისთვის;
გულითადად გილოცავთ ყველას ბოლო ზარს და გისურვებთ ბედნიერ მომავალს!“, – წერს გიორგი ამილახვარი.