მარინა ენდელაძე: კორონავირუსის სამკურნალო ახალი მედიკამენტი, სავარაუდოდ, ჩვენთანაც შემოვა, როგორც ვიცით, გარკვეულწილად საიმედოა

“კორონავირუსის სამკურნალო ახალი მედიკამენტი, სავარაუდოდ, ჩვენთანაც შემოვა, როგორც ვიცით, გარკვეულწილად საიმედოა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.

ენდელაძის თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მედიკამენტი საიმედოა კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებში.

„ჯერჯერობით, ჩვენს პრაქტიკაში არ გამოგვიყენებია, მაგრამ ვესწრებოდი შეხვედრას და ვიცი, რომ თუკი ეს მართლა ისეთი იქნება, როგორსაც გვეუბნებიან, ალბათ, შედეგი გვექნება. ამ კვლევაში ჩართვასაც და მედიკამენტის დანიშვნასაც თავისი დრო და ეტაპი აქვს. ეს იმ დროს უნდა მოხდეს, როდესაც თავის როლს შეასრულებს. სავარაუდოდ, ჩვენთან შემოვა და გარკვეული იმედები მოგვცეს, რაც ვიცით ამის შესახებ, გარკვეულწილად საიმედოა. თუმცა, ჩვენ ბევრი რამ ვცადეთ. მთავარია, პაციენტისთვის მავნე არ იყოს. როგორც ვიცით, არის შესასუნთქი, ადგილობრივი მოქმედების მედიკამენტი და ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში გამოიყენება. ჩვეულებრივ, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებთან ეს მედიკამენტი არ გამოიყენება, მაგრამ გამოიყენება პირველივე ეტაპზე, როდესაც დესატურირება დაიწყება, ანუ ჟანგბადის ნაკლებობა. ასევე, არ გამოიყენება, როცა უკვე ინტუბირებულია პაციენტი, რადგან იქ უკვე დაგვიანებულია ამ მედიკამენტის გამოყენება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები