„სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია ხვალ, 12:00 საათიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, „სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია ხვალ, 12:00 საათიდან, ხოლო აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება.

„სინოვაკის“ ვაქცინა, „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა.

„სინოვაკის“ ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization (SAGE) მიერ. ,,აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები