ირაკლი ხმალაძე: მშენებლობის არცერთი ნებართვა, სკვერის, პარკისა და სპორტული მოედნის ტერიტორიაზე არ გაგვიცია

4 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ თბილისის მერიაში ვართ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობის არცერთი ნებართვა, სკვერის, პარკისა და სპორტული მოედნის სივრცის ტერიტორიაზე ჩვენ არ გაგვიცია, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

„არაერთი მაგალითია, რომ სკვერიც, პარკიც და სპორტული სივრცეც ჩაუნაცვლებია საცხოვრებელ კორპუსებს. გაუქმებული და პრივატიზებული მოედნებიც გვინახავს.

ამ მოედნების გამოსყიდვას ვუნდებით 4 წელიწადია და ვერ დავასრულეთ ჯერ კიდევ. კახა კალაძემ გასცა ეს დაპირება, რომ არცერთი ნებართვა არ გაიცემოდა და ეს უნაკლოდ არის შესრულებული. პირადად გადის ხოლმე, თუ რამე სკვერის მსგავსი ტერიტორიაა, ან მწვანე ბალახი თუ ბიბინებს ან რაღაც ასეთია, აუცილებლად ვაჩვენებთ, ან ვიღაცას თუ ფეხბურთი უთამაშია, არ ვიძლევით იქ მშენებლობის ნებართვას. თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში მესაკუთრის ინტერესების შელახვა ხდება, ვაკეთებთ ადგილმონაცვლეობას.

4 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ თბილისის მერიაში ვართ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი მშენებლობის ნებართვა, სკვერის, პარკისა და სპორტული მოედნის სივრცის ტერიტორიაზე ჩვენ არ გაგვიცია“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები