ჰუბერტ ქნირში: გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანულ უწყებებთან საუბარი მქონდა

“გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

ელჩის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

მისი თქმით, პრობლემები შეიძლება, ყველგან იყოს, მთავარია, მალე მოგვარდეს.

„ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაზე სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით.

წესისამებრ, უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის, შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი.

პრობლემები შეიძლება, ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს.

კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იმავე ყურადღებით გაშუქდება“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ გერმანიაში დასაქმების სპეციალური პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეები არასათანადო სოციალურ პირობებში იმყოფებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები