პაატა იმნაძე: აცრის შემდეგ ტანის დაბანა არანაირი პრობლემა არაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აცრის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემას არ წარმოადგენს.

“ზოგიერთი ჩვენი კოლეგა აცრილებს ეუბნება, არ იბანაოთო. ზოგი ეუბნება, 3 დღე არ იბანაოთო. კიდევ ერთხელ ვამბობ: არავითარი საჭიროება, რომ აცრის შემდეგ არ იბანაოთ, არ არის. ჭრილობაზე აკრავენ ხოლმე პლასტირებსაც. რომ ავიცრებით, იმ წუთშივე ნუ ვიბანავებთ და რამდენიმე დროის შემდეგ ტანის დაბანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს”, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები