ჯაბა სამუშია – გენერალ კვინიტაძის ნეშტის გადმოსვენებაზე: ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა ნაციონალური მეცნიერების შენახვის კუთხით უდიდესი ნაბიჯია
“ეს ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნაციონალური მეხსიერების შენახვის კუთხით იმიტომ, რომ ისეთი მოღვაწეები, როგორიც არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახმედრო ელიტა, მათ შორის, პოლიტიკური ელიტაც, მე ვფიქრობ, რომ მათი საბოლოო განსასვენებელი უნდა იყოს სწორედ საქართველოში”, – ასე აფასებს პრემიერის ინიციატივას ეროვნული გმირის, გიორგი კვენეტაძის ნეშტის სამშობლოში ჩამოსვენებასთან დაკავშირებით ისტორიკოსი ჯაბა სამუშია.
სამუშია „კვირას“ გენერლის ღვაწლისა და მისი ისტორიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„გენერალი გიორგი კვინიტაძე იყო ერთ-ერთი გამორჩეული მთავარსარდალი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში. რეალურად ის სარდლობდა
ყველა იმ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციას რომლებსაც აწარმოებნენ 1918-1921
წლებში. თავისი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით ის მართლად შეუდარებელი
სარდალი გახლდათ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია
მან ახალციხე-არტაანის მიმართულებით, ასევე საბჭოთა რუსეთთან პირველი ომის
პერიოდში 1920 წელს. გიორგი კვინიტაძე სარდლობდა ქართულ არმიას 1921 წლის
თებერვალში.“, – ამბობს სამუშია.
როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს, ქვეყანაში გმირის ნეშტის ჩამოსვენება მნიშვნელოვანი და, ამასთან, სიმბოლური მოვლენაცაა, რადგან 1 საუკუნის შემდეგ სამშობლოდან განდევნილ გმირს საზოგადოება შესაბამის პატივს მიაგებს.
„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ ირაკლი
ღარიბაშვილის ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნაციონალური მეხსიერების
შენახვის კუთხით. 1918-1921 წლებში საქართველოს სერიოზული სამხედო ელიტა
ჰყავდა, რომელთა დიდი უმრავლესობა ემიგრაციაში გარდაიცვალა, ნაწილი კი საბჭოთა
ტერორს ემსხვერპლა. მათი სახელის უკვდავყოფა თითოული ქართველის საქმეა.
ქართველობამ პატივი უნდა მიაგოს ამ ადამაინებს, რამეთუ ეს ხალხი მათი
დამოუკიდებლობისთვის, მათი თავისუფლებისთვის იბრძოდა ერთი საუკუნის წინ.
ვფიქრობთ, სიმბოლური, რომ 1921 წელს საქართველოდან განდევბნილი გენერეალი
გიორგი კვინიტაძე, ზუსტად ერთი საუკინის შემდეგ სამშობლოში ბრუნდება. ეს
არის ნათელი მაგალითი თუ როგორ ვერ დაამარცხა საბჭოთა რუსეთმა და, საზოგადოდ,
რუსეთის იმპერიამ საქართველო“, – ამბობს ისტორიკოსი.
ჯაბა სამუშია დასძენს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობა ეროვნული გმირების ისტორიის პოპულარიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც, მისივე შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისტორიის ცოდნა მომავალი თაობების სწორი განვითარების საწინდარია.
„აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლება სერიოზულ ყურადღებას უთმობს ეროვნულ ფასეულობებს, რაზეც დაფუძნებულია ნებისმიერი ერის ნაციონალური ცნობიერება და იდენტობა”,– ამბობს ისტორიკოსი.
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენებენ. მოქალაქეებს ეროვნული გმირისთვის პატივის მიგება 22-დან 26 მაისის ჩათვლით სამების საკათედრო ტაძარში შეეძლებათ. 26 მაისს კი გენერალ კვინიტაძეს, სამხედრო პატივით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.