გიორგი შარაბიძე: საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ყველა ჩართულ მხარესთან თანამშრომლობით მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილება, რაც საფრთხეს არ შეუქმნის თვითმმართველობის არჩევნების ნორმალურად ჩატარებას

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ყველა ჩართულ მხარესთან თანამშრომლობით მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილება, რაც საფრთხეს არ შეუქმნის თვითმმართველობის არჩევნების ნორმალურად ჩატარებას, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს იყო ძალიან საინტერესო, დატვირთული შეხვედრა და მსჯელობა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს. დღეს დაისახა გარკვეული საგზაო რუკა, სადაც უფრო დეტალურად გახდება ხელშესახები ინფორმაცია ცნობილი.

დღეს-დღეისობით, შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ყველა ჩართულ მხარესთან თანამშრომლობით მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილება, რაც საფრთხეს არ შეუქმნის თვითმმართველობის არჩევნების ნორმალურად ჩატარებას. ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც კანონში წერია. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს არჩეულ წევრებს აქვთ თავიანთი უფლებამოსილების ვადა, შესაბამისად, ამ უფლებამოსილების ვადას პატივი უნდა სცეს კანონმა და როგორც ვიცი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიც უმაგრებს ამას ზურგს“, – აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები